პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპეს დედამ, ფაიზა ლამარიმ, "პარიზიენს" თავისი შვილის პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებების დეტალები გაუმხილა:
"პსჟ-სთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და ყველაფერი კარგად მიდის. კვირა საღამოს ჩემთან ლეონარდოც კი იყო. შევთანხმდებით თუ არა ახალ ხელშეკრულებაზე? ერთი შემიძლია ვთქვა: კილიანი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.
თუ ის უკმაყოფილოა, შეუძლია თქვას, რომ მიდის. ამას ხშირად გვეუბნება. კილიანს შეუძლია აზრი ყოველთვის ერთ საათში შეიცვალოს".