პსჟ-ის ხელმძღვანელობამ მბაპეს შემცვლელს იტალიაში მიაგნო

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენი" კილიან მბაპეს შესაძლო წასვლით აღშფოთებულია და მის შემცვლელად არაერთ ფეხბურთელს განიხილავს. რა თქმა უნდა, არსებობს პრიორიტეტი და მეორეხარისხოვანი ფეხბურთელები. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იწერებოდა, რომ რობერტ ლევანდოვსკის "რეკორდმაისტერიდან" წასვლა და ახალი გამოწვევა სურდა, თუმცა პოლონელი და მიუნხენური გიგანტი მოგვარდნენ. ახლა კი, Le10Sport-ის ცნობით, პარიზული კლუბის სახელს "ფიორენტინას" სერბ ფორვარდს, დუსან ვლაჰოვიჩს უკავშირებენ.

წყაროს თანახმად, ფრანგებისთვის პრიორიტეტი ერლინ ჰოლანი იქნება. თუ ნორვეგიელის ყიდვას ვერ შეძლებენ, მაშინ კლუბის სპორტული დირექტორი ლეონარდო და ხელმძღვანელობა სერბის ტრანსფერს განიხილავენ.

გარკვეული პერიოდის წინ
სოციალურ ქსელში იწერებოდა, რომ დუსანის ყიდვა "მანჩესტერ სიტის", "არსენალსა" და "იუვენტუსს" სურდათ.

შეგახსენებთ, ვლაჰოვიჩმა გასულ სეზონში სერია A-ში 37 შეხვედრა გამართა, თავი კი 21 გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული