გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, სად გააგრძელებს კარიერას მბაპე

AutoSharing Option
კილიან მბაპემ მყარად გადაწყვიტა, რომ პსჟ-სთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და კარიერას მადრიდის "რეალში" განაგრძობს.

ფრანგს ლიგა 1-ში დარჩენა აღარ უნდა და მნიშვნელობა არ აქვს, რამხელა ხელფასს შესთავაზებენ პარიზელები, ის მაინც ესპანეთის დედაქალაქს მიაშურებს.

"მბაპემ გადაწყვეტილება მიიღო და ამ ნაბიჯზე ყველაზე ნაკლები ზეგავლენა ფულმა მოახდინა. ის პსჟ-სთან ხელშეკრულებას არ გააგრძელებს, თუნდაც სამყაროს ყველა ოქრო შესთავაზონ. დიდი ხანია იცის, რა უნდა და ამას არაფერი შეცვლის. კილიანს წარმატების მადრიდში მიღწევა უნდა და ამას გააკეთებს კიდეც.

მბაპე 30 ივნისს მოუთმენლად ელოდება. სწორედ ამ დღეს
ასრულდება მისი ოცნება", - ციტირებს As-ი წყაროს, რომელიც სიტუაციაში კარგადაა გარკვეული.

ცოტა ხნის წინ ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პსჟ მბაპეს წლიურ ხელფასად 50 მილიონ ევროს შესთავაზებდა და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად გახდიდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგარია! ერთი ჰალანდიც დავითრიოთ ფლორენტინო ბიძია და წამოვა ზედიზედ ჩლ თასები
ქუთაისელი
16:05 15-10-2021
21
რეალში გადავა და პარიზი ლიგას მოიგებს
15

სიახლეები პოპულარული