ლიგა 1-ის მე-10 ტურში "პარი სენ ჟერმენმა" "ანჟერს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამ მატჩში პარიზელები მოედანზე დიდი დანაკლისით წარსდგნენ, გუნდს სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების გარდა სერხიო რამოსიც არ ჰყავდა.
პირველი ტაიმი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, 36-ე წუთზე თავი ანგელო ფულგინიმ გამოიჩინა.
მეორე ნახევრიდან პსჟ კიდევ უფრო გააქტიურდა, 69-ე წუთზე ჯერ დანილო ფერეირამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე კილიან მბაპემ პენალტის ნიშნულიდან საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა.
ამრიგად, 10 ტურის თავზე პარიზელები 27 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფებიან და მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს "მარსელის" წინააღმდეგ გამართავს.
"ანჟერს" 16 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს "სანტ-ეტიენის" წინააღმდეგ გამართავს.