"ეკიპი" იტყობინება, რომ პსჟ-ის ფეხბურთელები ლეო მესი და სერხიო რამოსი ჯერ ვერ დამეგობრდნენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რამოსი სწრაფად დაუმეგობრდა ბევრ თანაგუნდელს, მესისთან ასეთივე თბილი ურთიერთობის დამყარება ვერ მოახერხა, თუმცა მათ ერთმანეთთან დამოკიდებულებას ცუდს ვერ უწოდებ.
"არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით წაშალო კლასიკოში დაპირისპირება", - თქვა წყარომ, რომელიც სიტუაციას კარგად იცნობს.
რამოსი "რეალის" ღირსებას 2005-21 წლებში იცავდა, ხოლო მესი "ბარსელონაში" 2003-21 წლებში თამაშობდა.