"პარი სენ ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ გუნდში ახალი მწვრთნელის შესაძლო მოსვლაზე კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ არ გვინდა, რომ პოჩეტინო წავიდეს, მას გათავისუფლება არ უთხოვია, ჩვენთან კი არც ერთი კლუბის წარმომადგენელი არ მოსულა.
ზიდანი? ზინედინს როგორც მოთამაშესა და მწვრთნელს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ღიად და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ფრანგთან მოლაპარაკებები არ გამართულა" - ამბობს Marca.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეონარდოსა და მაურისიოს ერთმანეთთან კონფლიქტი მოუვიდათ, რის გამოც არგენტინელი სპეციალისტი გუნდიდან წასვლის მომხრე იყო, მისი სამსახურით კი "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდა, ყველაფერს
დრო გაარკვევს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
პსჟ-ის სამი "მგზავრი" და იმედგაცრუება - მესი, ნეიმარი და მბაპე გააკრიტიკეს