ჯერ კიდევ გაურკვეველია დარჩება თუ არა კილიან მბაპე "პარი სენ ჟერმენში". შეგახსენებთ, ფრანგის სამსახურით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.
არგენტინელმა ანხელ დი მარიამ კილიანთან დაკავშირებით RMC Sport-თან ისაუბრა:
"სინამდვილეში მხოლოდ თვითონ იცის, თუ რას გადაწყვეტს მისი კარიერისთვის. ცხადია, გვინდა, რომ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, რადგან მასთან ერთად თამაში ჩვენთვის საჩუქარია, მაგრამ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღოს" - განაცხადა ანხელმა.
მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფრანგის გარშემო დიდი არეულობაა, "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა კი ამ ფაქტს ყურადღებით აკვირდება და მის გაფორმებას 2022 წლის ზაფხულში შეეცდება.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით