პსჟ-ის ყატარელ მფლობელებს უნდათ, რომ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნონ, რათა მან გუნდში თავდამსხმელი კილიან მბაპე დატოვოს.
23 წლის მბაპეს "რეალში" გადასვლა უნდა, მაგრამ პსჟ ცდილობს, მას მიღებული გადაწყვეტილება შეაცვლევინოს, - იტყობინება Sports.fr-ის ჟურნალისტი აბდელა ბულმა.
ბულმა ირწმუნება, რომ ზიდანის "პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელად დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია, მბაპეს კი კონტრაქტის 2024 წლის ზაფხულამდე გაგრძელებას სთავაზობენ.
ბულმა ირწმუნება, რომ ზიდანის "პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელად დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია, მბაპეს კი კონტრაქტის 2024 წლის ზაფხულამდე გაგრძელებას სთავაზობენ.
ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ის 19 მატჩში მბაპემ 10 გოლი (2 პენალტით) გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლივერპულში გამიხარდებოდა მაგის მოსვლა კლოპთან, მაგრამ რეალში წავა როგორც ჩანს.