მესიზე ცუდი შედეგი მხოლოდ კანსელოს აქვს... არგენტინელის საშინელი სტატისტიკა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" შემტევს, ლიონელ მესის, საფრანგეთის ჩემპიონატში გამართულ 12 შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 1 გოლი აქვს.

"ალბისელესტელმა" კარში 44-ჯერ დაარტყა, თუმცა მეტოქის კარი 1-ხელ აიღო, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

ევროპის რამდენიმე საუკეთესო ლიგის ფეხბურთელებიდან არგენტინელზე ცუდი შედეგი პრემიერლიგის მოქმედი გამარჯვებულის, "მანჩესტერ სიტის" მცველს, ჟოაო კანსელოს აქვს. პორტუგალიელმა სპორტსმენმა კარში 46-ჯერ დაარტყა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
მესის ესეთი "შედეგი" ლაპორტას მოკითხეთ. ადვილია არააა, უცხო ქვეყანაში, უცხო გუნდში და უცხო გარემოში ადგილის, დამკვიდრება! ბარსაში, რომ იტყვიან თვალდახუჭული იცოდა ყველაფერი. სად საკუთარ სახლში და სად სხვის სახლში ყოფნა. გუნდში კი სხვა მენტალიტეტის ფეხბურთელებთან შეთამაშება, ვისაც ადვილი გონია ის გარტყმაში არაა. მე პირადად დღემდე, ვერ ვეგუები მესის მანდ ყოფნას, ისევ და ისევ ბარსას ფორმით მინდა, მისი ყურება და მესის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე რაღა ვთქვა?!
ქომაგი
12:49 27-01-2022
5

სიახლეები პოპულარული