პსჟ-ის მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ თავის გარემოცვას აცნობა, რომ პარიზულ გუნდს ზაფხულში დატოვებს, - იტყობინება Foot Mercato.
გამოცემის მტკიცებით, არგენტინელი მზად იყო რამდენიმე კვირის წინ გადამდგარიყო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებმა მისი შემცვლელი ვერ მონახეს. პოჩენტინიოს სურს, "მანჩესტერს" ჩაუდგეს სათავეში.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ-ის თავკაცად ზინედინ ზიდანს დანიშნავენ, რომელმაც "რეალი" გასულ წელს დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.