ზიდანს პსჟ-ში ლეონარდოსთან ერთად მუშაობა არ უნდა

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, რომ ზაფხულში პსჟ-ს მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინიო დატოვებს და პარიზული კლუბი მის შემცვლელად ზინედინ ზიდანს იწვევს.

"პარი სენ ჟერმენმა" ზიდანს წლიურ გასამრჯელოდ 12 მილიონი ევრო შესთავაზა. ცნობისათვის, პოჩეტინიოს ხელფასი 8 მილიონია.

"მერკატო" იტყობინება, რომ ზიდანი საფრანგეთის ნაკრებში მიპატიჟებას ელის, რომლის ამჟამინდელმა თავკაცმა დიდიე დეშამმა შეიძლება პოსტი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვოს.

ზიდანს პსჟ-ში არ უნდა მუშაობა კლუბის სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან და სურვილი გამოთქვა, მის ნაცვლად არსენ ვენგერი დანიშნონ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული