ლიგა 1-ის 23-ე ტურში "პარი სენ ჟერმენი" მოქმედ ჩემპიონ "ლილს" ესტუმრა და 5:1 დაამარცხა.
ანგარიში დანილო პერეირამ (10) გახსნა. მასპინძელთა მხრიდან წონასწორობა სვენ ბოტმენმა (28) აღადგინა. 32-ე წუთზე ლიონელ მესიმ პრესნელ კიმპემბეს კუთხურიდან გაატანინა, 38-ე წუთზე კი თვითონ არგენტინელმა თავის სტილში ჩინებული გოლი შეაგდო.
მეორე ნახევარში დანილო პერეირამ (51) დუბლი შეასრულა, 67-ე წუთზე კი კილიან მბაპემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, 23 ტურის შემდეგ პსჟ 56 ქულით ლიგა 1-ის სათავეშია. მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს, "რენის" წინააღმდეგ გამართავს.
"ლილი" 32 ქულით მე-11 ადგილს იკავებს, შემდეგ ტურში კი (იმავე 12 თებერვალს) "მონპელიეს" ესტუმრება.