ფრანგული "მონაკოს" ნახევარმცველმა, ცესკ ფაბრეგასმა კილიან მბაპეს შესაძლო "ბლანკოსურ" კარიერაზე ისაუბრა.
"კილიანი სხვა ფეხბურთელებისგან გამოირჩევა, ნამდვილი მხეცია, ვფიქრობ, რომ მან მოედანზე მესისა და ნეიმარის ხედვა უნდა გამოიყენოს. ხშირად სურს, რომ სტადიონზე საკუთარი თავი წარმოაჩინოს, მისი საუკეთესო შესაძლებლობა კი სწრაფი გარღვევებია, თავისუფალ სივრცეში შეუჩერებელია.
მბაპე "რეალში"? ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "სამეფო გუნდს" რონალდო ჰყავდა, თუმცა "ბარსელონას" მაინც ვერ უგებდა, "ბლაუგრანას" მოწინააღმდეგე გუნდში შესაძლოა სუპერვარსკვლავი მოვიდეს, თუმცა ხავის ბევრი ახალგაზრდა ტალანტი ყავს. წარმოიდგინეთ, ისინი ცუდ სიტუაციაში გამოირჩევიან, რა იქნება მომავალში, როცა სიტუაცია დალაგდება.
"ბარსელონა" საუკეთესო ხელშია" - ციტირებს Mundo Deportivo ფაბრეგასის სიტყვებს.
მომზადებულია championat-ის მიხედვით