"ნეიმარი მეძავის შვილია, მესი - სულელია" - სკანდირებდნენ პსჟ-ის ფანები

AutoSharing Option
პსჟ-ის გულშემატკივრები საყვარელი გუნდის "რეალთან" მარცხისა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო გაბრაზებულები არიან.

საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა აუტსაიდერი "ბორდო". კილიან მბაპემ, ნეიმარმა და მესიმ შეუცვლელად ითამაშეს. გოლები ნეიმარმა, მბაპემ და პარედესმა გაიტანეს.

პარიზელი ფანები გუნდს უსტვენდნენ და შუათითს აჩვენებდნენ. მხოლოდ მბაპეს შეხვდნენ აპლოდისმენტებით, მესის და განსაკუთრებით ნეიმარს კი, ობსტრუქცია მოუწყვეს.

ისინი სკანდირებდნენ: "ნეიმარი მეძავის შვილია, მესი - სულელია".

მესიმ შეხვედრის 87-ე წუთზე ბურთი ძელს გაარტყა - ამ სეზონში 8-ჯერ, რაც ევროპის 5 საუკეთესო ლიგაში
ყველაზე მეტია. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ჩემპიონატის 18 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ისე მესი მართლა სულელია- რამ გადაიყვანა მაგ ორგანიზაციაში რომელიც გუნდი არც არის. მანდ ყველა თავის ამბიციებს აყენებს წინ დაწყებული ლეონარდოთი და დამთავრებული ნეიმარით. მბაპეს საერთოდ წასვლა უნდა. არც ერთი მათგანისათვის ეგ გუნდი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. მხოლოდ თავის გამოჩენის საშუალებას. პლუს უსიმპატიო ფეხბურთი რომელსაც პოჩეტინო ნერგავს. არაშემოქმედებითი, ცუდად პრაგმატული თამაში - რა უნდა მანდ მესის?
ან
02:42 14-03-2022
4
არა უშავს ლეო,ჩვენთან ბიძინა უყვართ
შალვა
11:34 14-03-2022
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული