კილიან მბაპემ "პარი სენ ჟერმენში" დარჩენა გადაწყვიტა.
"ალ-ხელაიფის ერთადერთი ინტერესია იცოდეს, თუ რას აპირებს კილიანი. არავინ დამიჯერებს, თუმცა გეტყვით, რომ მბაპე მაისში დარჩენის გადაწყვეტილებას საჯაროდ გააკეთებს" - წერს დანიელ რიოლო (ჟურნალისტი, რომელმაც მესის პარიზში გადასვლაზე დაწერა).
შეგახსენებთ, ფრანგის სახელი მადრიდის "რეალს" უკვე არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა, როგორც ჩანს, კილიანის ირგვლივ მითქმა-მოთქმა ჯერ კიდევ არ ჩერდება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით