საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში "პარი სენ ჟერმენი" "ანჟერს" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.
პარიზელებმა პირველი ტაიმი კილიან მბაპესა (28) და სერხიო რამოსის (45+2) გოლებით მოიგეს, საბოლოო ანგარიში კი მარკინიოსმა 77-ე წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, პსჟ 33 ტურის შემდეგ 77 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, უახლოეს მდევარ "მარსელს" კი 15 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას 23 აპრილს, "ლენსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ანჟერს" 34 ქულა აქვს და მე-14 პოზიციას იკავებს. 24 აპრილს "კლერმონს" ესტუმრება.