რომანო: "ნაპოლი" და "პარი სენ ჟერმენი" ვერ თანხმდებიან - ოსიმენი საუდის არაბეთში გადასვლას განიხილავს

AutoSharing Option
"ნაპოლი" და "პარი სენ ჟერმენი" ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბი ნიგერიელის სანაცვლოდ, "ნაპოლისთვის" ფეხბურთელის შეთავაზებას არ აპირებს.

თავად ოსიმენს პსჟ-ში გადასვლა სურს, თუმცა კლუბები სატრანსფერო ფასზე შეთანხმებას ვერ აღწევენ.

რომანოს ინფორმაციით, თუ აღნიშნული გარიგება საბოლოოდ ჩაიშალა, ოსიმენისთვის პრიორიტეტული ვარიანტი საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადაბარგება იქნება.

შეგახსენებთ, "ჩელსის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ სწორედ ოსიმენის "ნაპოლიდან" წასვლას ელოდება, ამის შემდეგ კი "პარტენოპეი" ბელგიელს გაიფორმებს.

altსიტუაცია მძიმეა - დე ლაურენტისს და

კონტეს ოსიმენი ხელში შერჩათ?

altოსიმენი მხოლოდ ფასდაკლებით - კლუბებს შორის ხვიჩას აგენტის გამო საუკეთესო ურთიერთობა არაა

altოსიმენი ახალ გუნდს უახლოვდება - რა შემთხვევაში შედგება ტრანსფერი?

მკითხველის კომენტარები / 1 /
საკართველოს გაუმარჯოს
მერაბი
14:24 23-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული