სერხიო რამოსმა "პარი სენ ჟერმენში" გადასვლისას წარმოქმნილ პრობლემებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, ესპანელი მცველი საფრანგეთში გასულ ზაფხულს, მადრიდის "რეალიდან" გადავიდა, თუმცა გახშირებული ტრავმიანობის გამო მოედანზე დიდი ხანი არ გაუტარებია.
"თავდაპირველად ადაპტაცია რთული იყო. ძნელია, როდესაც ერთსა და იმავე კლუბში თამაშობ მთელი კარიერის განმავლობაში, იქ ყველაფერი წესრიგშია, სახლი გაქვს, ბავშვების სკოლა... პარიზში გადმოსვლა მარტივი არ ყოფილა. პირველ რიგში, სახლის პრობლემა შეიქმნა.
რაც შეეხება გუნდს, მარტივად შევთამაშდი, რადგან უმეტეს მათგანთან ერთად ნათამაშები მქონდა კარიერის სხვადასხვა დროს", - განაცხადა სერხიომ.
შეგახსენებთ, "პარი სენ ჟერმენმა" ლიგა
1 ოფიციალურად უკვე მოიგო, რის შემდეგაც ესპანელი მცველის ტიტულების მონაგარს კიდევ ერთი შეემატა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით