6 გოლი და ფრე "სტრასბურგთან" - პსჟ-მა უპირატესობა ბოლო წუთებზე გაანიავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 35-ე ტურში "სტრასბურგმა" "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

1-ელ ტაიმში კევინ გამეირომ (3) და კილიან მბაპემ (23) გოლები გაცვალეს, მე-2 ნახევარში 4 წუთიან მონაკვეთში აშრაფ ჰაკიმიმ (64) და მბაპემ (68) მასპინძელთა კარი ორჯერ აიღეს. 75-ე წუთზე მარკო ვერატიმ გოლი საკუთარ კარში გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ენტონი ჩაჩიმ (90+2) დააფიქსირა.

როგორც მოგეხსენებათ, პსჟ ლიგა 1-ის ჩემპიონი გასულ ტურში გახდა, მომდევნო შეხვედრას 8 მაისს, "ტროას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"სტრასბურგი" 57 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და კონფერენს ლიგის ზონაში
იმყოფება, 7 მაისს კი "ბრესტს" ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული