კილიან მბაპემ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო.
"პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ამის თაობაზე ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.
"ახლა ჩემს მომავალზე საუბარი არ შემიძლია, თუმცა მალე ყველაფერს გაიგებთ. ყველაფერი გადავწყვიტე. ახლა ამის სათქმელად კარგი დრო არაა, თუმცა გადაწყვეტილება მივიღე. ოფიციალურ განცხადებას საფრანგეთის ნაკრებში მისვლამდე გავაჟღერებ", - განაცხადა კილიანმა.
რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები 28 მაისს შეიკრიბებიან, 3 ივნისს კი ერთა ლიგის 1-ელ ტურში დანიას უმასპინძლებენ.
როგორც ჩანს, კილიანი "პარი სენ ჟერმენს" ტოვებს და მადრიდის "რეალში" გადადის.