23 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს, კილიან მბაპეს, ნასერ ალ ხელაიფი სპორტული პროექტის დირექტორობას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა elchiringuitotv იტყობინება.
წყაროს ცნობით, მას ექნება უფლება: შეცვალოს მწვრთნელი, გადაწყვიტოს, რომელი ფეხბურთელები დაიმატოს გუნდმა. რაც შეეხება მის ანაზღაურებას, იგი ყოველთვიურად 4 მილიონ ევროს მიიღებს.
ფრანგი ფეხბურთელის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ ამ სეზონში ჯამში 45 მატჩში 36 გოლის გატანა მოახერხა.