პსჟ-ის ფანები სკანდირებდნენ: "Puta Madrid" - თქვენ ზრახავთ მბაპეს?

AutoSharing Option
თავდამსხმელმა კილიან მბაპემ "რეალში" გადასვლა არ ისურვა, პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააგრძელა, ბონუსის სახით 300 მილიონ ევროს მიიღებს და სეზონში 93 მილიონს გამოიმუშავებს. ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ცნობისათვის, მესის სეზონური გასამრჯელო 35 მილიონია, ხოლო ნეიმარის 30 მილიონი. ეს სამეული მსოფლიოს ფეხბურთში ყველაზე მაღალანაზღაურებადია.

ერთი სიტყვით, მბაპემ ჩემპიონთა ლიგისა და "ოქროს ბურთის" მოგებას ფული არჩია, ძალიან დიდი ფული. პსჟ-ში ამ ტიტულებს, ალბათ, ვერ მოიგებს და პრაგმატული არჩევანი გააკეთა.

ვგმობთ მის საქციელს? ერთი წუთით ოცნებას მივეცეთ დ თავი მის
სიტუაციაში წარმოვიდგინოთ - 600 მილიონზე უარს ვიტყოდით?

"მარკა" იტყობინება, რომ როდესაც "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ კილიანთან თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა, პარიზული გუნდის გულშემატკივრებმა სკანდირება დაიწყეს: "Puta Madrid". ალ-ჰელაიფი და მბაპე გაჩუმდნენ და ღიმილით მათ გაჩერებას ელოდნენ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
რეალის ფანი ვარ და გამიხარდებოდა რომ მოსულიყო ,იმიტომ რომ დღეს დღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა. მაგრამ ეგ რადიკალური რეაქციები და უბედურებაა. ან ფულის გამო დარჩაი რომ იძახით, რეალში ფულს არ გადაუხდიდნენ? ალბათ მშბლიური გარემო არ დატოვა, იქ არის კომფორტულად, თავის ენაზე საუბრობს და ამდენი ხანი შეჩვეულია. უბრალოდ კომფორტის ზონიდან არ გამოვიდა ტიპი. ფული არც აქამდე აკლდა და არც მადრიდში დააკლდებოდა.
თან ისეთი პრივლეგირებული გახადეს.
ამ რეალმა კიდე რით ვერ ისწავლა, ყველა ვინც გამოჩნდება თავისთვის რომ უნდა.
ასე იყო 2014 ში გამოჩნდა ხამესი, გამოანათა მუნდიალზე და ეგრევე 80 მილიონად იყიდა რეალმა, მერე სკაზე დასვა და საუკეთესო წლები დააკარგინა.
იქნებ სხვა გუნდში სულ სხვა ვარსკვლავი დამდგარიყო.
შესაძლოა ამის შიშიც ჰქონდა მბაპეს, რომ ვერ გაქაჩავდა რეალში.
მოკლედ ბევრი მიზეზია ძალიან და ყველგან ფული რატომ ელანდება ამ ხალხს.
მბაპეს ინსტაგრამზე შევედი და კომენტარები გავსებულია სულ ფულის მონას ეძახიან.
ალბათ ყველა ისე ფიქრობს სხვაზე, როგორიც თვითონაა :))
Skeleton
24 მაისი 2022 11:09
2
კარგით რა მართლა. რას გადაეკიდეთ ამ მბაპეს. დარჩა გუნდში რომელშიც გამოჩნდა როგორც სუპერფორვარდი და ქვეყანაში სადაც დაიბადა. ფულის გულისთვის ან პრივილეგიების გამო რომლებიც მიიღო ეგეც საკითხავია. ხოდა რეალის ძირითადი 11ეულის რამდენი ფეხბურთელია რეალის აღზრდილი ეგეც შემახსენეთ.
დან
24 მაისი 2022 09:57
0
რაც მბაპემ იკადრა ეგ მისი საქმეა,მაგრამ ზოგადათ ძაან ბანძები აღმოჩდნენ შეიხები.ოღონდ შენ დარჩი და დირექტორიდან დაწყებული მწვრთნელით და სასტავით დამთავრებული შენ გადაწყვიტე ყველაფერიო ფეხბურთელს რო ეტყვი-კლუბი კი არა საქათმე ხარ
BOSS
23 მაისი 2022 13:49
1
ბაბუ პერესს,გადაგაგდო მბამპუშამ?
ფხიიი.
23 მაისი 2022 10:56
2
პსჟ -ში ნახეთ ვინები თამაშობენ. რაც რეალში 2000 -იანებში კარლოსი, ფიგუ, რაული, ზიდანი, ბექემი და სხვბი . რატო რეალი არ კლავდა ფეხბურთს მაშინ?
ლოგიკური კიტხვა
23 მაისი 2022 10:16
7
მერე მაგ რეალმა 2002 წლის ლიგის მერე ვერც მოიგო დიდი ვერაფერი, ეგრე იქნება პსჟ. მბაპე რო ფულის გამო დარჩა ეგ ხო იასნია. ჯერ რომელი სერიოზული მწვრთნელი მივა მანდ მბაპეს ტრაკის ქეიფზე სასიარულოდ??? ჭკვიანი არავინ.
Gio
23 მაისი 2022 12:57
1
მსოფლიოს ყველა წერტილში პსჟ-ს საფეხბურთო აკადემიები იხსნება, პსჟ-ს მაისურებს ყიდიან, ბავშვები ფეხბურთზე შეყავთ პსჟ-ს ყვირიან, გულშემატკივრობენ და პსჟ ფეხბურთს კლავსო.(მარტო საქარტველოში)ეს გამარჯვებაა ფეხბურთისა. მაფიოზი იტალიელი და ესპანელებისაგან განსხვავებით.
პსჟ=სიტი
23 მაისი 2022 10:14
4
ჯერ ამ უეფას დედაც რო ამ არაბებს აბლატავებენ და ამხელა თანამდებობებს ურიგებენ ევროპული ფეხბურთის სათავეში სვავენ. არაბეთში გაგონილიც არ ქონდათ ფეხბურთი რა იყო როცა უეფა შეიქმნა და ევროპაში ხელაიფზე მცოდნე თუ ვერ მოიძებნა , იმ ევროპის დედაც . მარა მილიარდები წყვეტავს ყველაფერს. და არაბები გვიწყვეტავენ რა უნდა ქნან ევროპულმა კლუბებმა. ტეხავს პროსტა. უეფაც ნაყიდი ყავთ და მბაპესა უყიდიან 1-2 ოქროს ბორთს , თორე როდის იყო უეფას რეიტინგში 6 ადგილზე მყოფი ჩემპიონატში ოქროს ბურთებს არიგებდნენ. მე არ მინახია
გგგგ
23 მაისი 2022 13:11
4
რო გადავხედო ისტორიას ბარსა, რეალი და იტალიური კლუბები როგორ გახდნენ "ლეგენდები" რეებს კადრულობდნენ და დღეს რეებს აკეთებენ პსჟს ფანობა მირჩევია.
სიმართლე
23 მაისი 2022 10:11
7
მაგარი უსამართლობაა, მბაპეს 93 მლ-ი სეზონში და კვარას მხოლოდ 1 მილიონიოო, აჩვენეთ ალ-ჰელაიფს მისი სუპერთამაში ლოკოსთან, თელავთან, გაგრასთან და შეიძლება პ ს ჟ-იც წაიყვანოს.
ჩელე
23 მაისი 2022 10:10
10
ეს რა ცოდოა, სულ ყველგან კვარას ბოღმა რომ კლავს
.
24 მაისი 2022 09:48
1
პსჟ-ს რო უყურებთ, როგორ ზრუნავენ კლუბზე, ანვითარებენ, ეს არის ფეხბურთი, ესეთი უნდა იყოს საფეხბურთო კლუბი. ფეხბურთის გამარჯვებაა.
123
23 მაისი 2022 10:08
4
ფეხბურთისთვისაა ზოგადად ცუდი, ლიგა 1 კილიანას აღარ შეეფერება, შპს პსჟ და კოოპერატივი სიტი საფეხბურთო სამყაროში ჯანსაღ კონკურენციას კლავს.
ნერაძური
23 მაისი 2022 09:36
4

სიახლეები პოპულარული