კილიან მბაპე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა.
Marca-ს მტკიცებით, შემტევის ახალი კონტრაქტი "პარი სენ ჟერმენთან", რომელიც 2025 წლამდეა გათვლილი, ფრანგს ყველაზე მაღალანაზღაურებად ათლეტად აქცევს.
იმავე გამოცემის ინფორმაციით, კილიანს წინასწარი შეთანხმება აკავშირებდა მადრიდის "რეალთან", თუმცა სეზონის ბოლოს გადაიფიქრა და ამჟამინდელ გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მბაპეს, მაღალ ანაზღაურებასთან ერთად, უფლება ექნება განკარგოს მოთამაშეთა სატრანსფერო უფლებები, ასევე, შეცვალოს მწვრთნელი ან სპორტული დირექტორი.
შეგახსენებთ, ლიგა 1-ის მოქმედ ჩემპიონს მალე დატოვებს მაურისიო პოჩეტინო. რაც შეეხება სპორტული დირექტორის თანამდებობას, პოსტი ლუის კამპოსმა დაიკავა. კილიან მბაპეს
შერჩეული კადრი სულ მალე მუშაობას შეუდგება და ახალი გუნდის შექმნას დააანონსებს.