ზიდანის მრჩეველმა ჭორები უარყო, "პარი სენ ჟერმენი" სხვა კანდიდატურას განიხილავს

AutoSharing Option
ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" მწვრთნელის შერჩევას განაგრძნობს.

გუნდი ძალიან მალე მაურისიო პოჩეტინოს დაემშვიდობება. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანს მოიაზრებდნენ, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა.

თუმცა "ზიზუს" მრჩეველმა ყველანაირი ჭორი უარყო.

"ამ ეტაპზე ფრანგი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, დღეს გამოქვეყნებული ინფორმაცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა, ვფიქრობ, ამგვარი ინფორმაციები სათავეს კონკრეტული ჟურნალისტებისგან იღებს, რომლებიც ცდილობენ გუნდის ირგვლივ უამრავი სიცრუე გაავრცელონ".

შეგახსენებთ, ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონის მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად "ლილის" ყოფილი და "ნიცას" ამჟამინდელი დამრიგებელი კრისტოფ გალტიე სახელდება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზიდანი ძალიან მოუხდებოდა,პსჟ და მანიის,თუმცა არც ნიცას მწვრთნელია ურიგო,მან ლილშიც შესანიშნავად იმუშავა.თუმცა ვერსკვლავებთან მუშაობა ძალიან რთულია
ლექსო
21:37 16-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული