ადრე გავრცელებული ინფორმაცია, რომ პსჟ-ს სათავეში ზინედინ ზიდანი ჩაუდგებოდა, სიმართლე არ გამოდგა.
პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ განაცხადა, რომ ზიდანთან მოლაპარაკება არ უწარმოებიათ: "მასთან საერთოდ არ გვისაუბრია. კონტაქტი არც პირდაპირი და არც მესამე პირების მეშვეობით არ ყოფილა.
ზიდანის სამსახურით ბევრი გუნდია დაინტერესებული, მათ შორის, ნაკრებები, მაგრამ ჩვენ მასთან ურთიერთობა არასოდეს გვქონია".
"პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელად მალე კრისტოფ გალტიეს დანიშნავენ.