ლიგა 1-ის პირველ ტურში "პარი სენ ჟერმენი" "კლერმონს" ესტუმრა და 5 უპასუხო გოლი გაუტანა.
პარიზელებმა პირველი ტაიმი ნეიმარის (9), აჩრაფ ჰაკიმისა (26) და მარკინიოსის (38) გოლების წყალობით მოიგეს, აღსანიშნავია, რომ თანაგუნდელებს საგოლე გადააცემები ორივე შემთხვევაში ნეიმარმა გაუკეთა.
მეორე ტაიმის მიწურულს მე-4 და მე-5 გოლები ლიონელ მესიმ მე-80 და 86-ე წუთებზე გაიტანა, გამოსარჩევია მე-5 გოლი, არგენტინელმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე მაკრატელა დარყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
პსჟ მომდევნო შეხვედრას 13 აგვისტოს, "მონპელიეს" წინააღმდეგ გამართავს.