"მესის იწვევ?! - შენს ასაკში ლეოს 4 ოქროს ბურთი ჰქონდა" - რუნიმ მბაპეს შეუტია

AutoSharing Option
"დისი იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა უეინ რუნიმ პსჟ-ის ფორვარდის კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ ფრანგს გუნდის ორ ვარსკვლავთან - ლეო მესისთან და ნეიმართან კონფლიქტი აქვს, სწორედ ამ თემას გამოეხმაურა ლეგენდარული ინგლისელი თავდამსხმელი და შემდეგი თქვა:

"23 წლის ფეხბურთელი მესის იწვევს... ჩემს ცხოვრებაში არასდროს მინახავს ადამიანი, რომელსაც კილიანზე დიდი ეგო აქვს.

ვინმემ უთხარით მბაპეს, რომ მესის 22 წლის ასაკში უკვე ოთხი ოქროს ბურთი ჰქონ
და აღებული", - ამბობს რუნი.

მოგეხსენებათ, ზაფხულში მბაპემ "რეალს" უარი უთხრა და პსჟ-ისთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგლძრივა.
მკითხველის კომენტარები / 23 /
მე ბარსას გულშემატკივარი ვარ და ამიტომ ძალიან მინდოდა ეს პიჟონი გადასულიყო რეალში, რადგან დარწმუნებული ვიყავი,რომ რეალს დაანგრევდა ისე, როგორც ამას პსჟ-ში აკეთებს. ლეოს რაც შეეხება, მისი ყველაზე მოძულეც კი მსოფლიოს ყველა დროის 5 საუკეთესოოთა შორის ასახელებს, მბაპეს კი ათეულშიც არავინ მოიაზრებს, რადგან მიუხედავად შესანიშნავი ფიზიკური კონდიციებისა (სისწრაფე, დრიბლინგი) ,მოედნის ხედვა საერთოდ არ აქვს და ამიტომ პსჟ მისით ვერასოდეს მოიგებს ლიგას!
სოსო
12:23 20-08-2022
0
მსოფლიოს ჩემპიონო გუნდი ხდება 23 კაცი (ადრე 22) და ეგ რა არგუმენტია. ალენ ბოგოსიანიც (პირადად არაფერს ვერჩი :) ) არის მაოფლიოს ჩემპიონი ზიდანის, დესაის და სხვების “ხარჯზე”, იმას კი არ ნიშნავს, რობერტო ბაჯოზე მაგარი იყო ან ვან ბასტენზე.

უფრო მსგავს შედარებასაც დავისახელებ. ძალიან მაგარი ფეხბურთელები ავიღოთ. დავიდ ვილა გახდა მაოფლიოს ჩემპიონო ესპანეთში. მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ არანაირად არ არის შევჩენკოზე ან იბრაჰიმოვიჩზე მაგარი, ან თუნდაც იგივე რუნიზე
მაოფლიოს ჩემპიონობა რა არგუმენტია
11:33 20-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული