ალკოჰოლიზმი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში - პრობლემა სერიოზულად დგას

AutoSharing Option
როგორც So Foot იტყობინება, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში (FFF) ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვთ და ორგანიზაციის საღამოები, ხშირად კონტროლს არ ექვემდებარება. 

გამოცემას მაგალითად 2018 წლის მუნდიალის შემთხვევა მოჰყავს, როცა არგენტინის დამარცხების შემდეგ ორგანიზაციის რამდენიმე მთვრალმა ხელმძღვანელმა დებოში ატეხა. 

ფედერაციაში ალკოჰოლიზმის სიმბოლო გენერალური დირექტორი ფლორენს არდუენი გახლავთ. ფუნქციონერმა არგენტინელებთან გამარჯვების შემდეგ საჯაროდ დაარტყა ნაკრების მწვრთნელ გრეგორი დიუპინს, რომელმაც შამპანურის დალევაზე უარი განაცხადა.

"55 წლის ქალბატონი გრეგორის უყვიროდა: "დალიე! დალიე!" რთული სანახავი იყო. მწვრთნელმა უარი თქვა, რადგან ფეხბურთელების თვალში ავტორიტეტის დაკარგვა არ
უნდოდა.  პლუს, დიუპინი ნაკრების წევრებისთვის მაგალითის მიცემას ცდილობდა, განსაკუთრებით პოლ პოგბასთვის, რომელიც უკმაყოფილო დარჩა მწვრთნელის გადაწყვეტილებით, არ გაეშვა მოთამაშეები ქალაქში," - უთხრა გამოცემას ადამიანმა, რომელიც მომხდარს შეესწრო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალი ყოფილა ის ქალი ნაკრები ერთი ჭიქა რა ბედენაა.დდ
ეეე
17:30 11-09-2022
10
ებეეე ამაი უცქირნე ერთი რა
გელა
17:26 11-09-2022
6

სიახლეები პოპულარული