გამოცემას მაგალითად 2018 წლის მუნდიალის შემთხვევა მოჰყავს, როცა არგენტინის დამარცხების შემდეგ ორგანიზაციის რამდენიმე მთვრალმა ხელმძღვანელმა დებოში ატეხა.
ფედერაციაში ალკოჰოლიზმის სიმბოლო გენერალური დირექტორი ფლორენს არდუენი გახლავთ. ფუნქციონერმა არგენტინელებთან გამარჯვების შემდეგ საჯაროდ დაარტყა ნაკრების მწვრთნელ გრეგორი დიუპინს, რომელმაც შამპანურის დალევაზე უარი განაცხადა.
"55 წლის ქალბატონი გრეგორის უყვიროდა: "დალიე! დალიე!" რთული სანახავი იყო. მწვრთნელმა უარი თქვა, რადგან ფეხბურთელების თვალში ავტორიტეტის დაკარგვა არ