"მინდა, კარგ ადამიანად დაგამახსოვრდეთ!" - ლეო "ბარსაში" მართლაც ბრუნდება? - მოლოდინები და არგენტინელის სამომავლო სურვილი

AutoSharing Option
ბოლო პერიოდია აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიონელ მესი შესაძლოა, ზაფხულში "ბარსელონაში" დაბრუნდეს.

ლეგენდარული არგენტინელი და კატალონიელთა ხელმძღვანელობა ამ ამბავზე ჯერჯერობით დიპლომატიურ პასუხს სცემენ და ამბობენ, რომ არ იციან, თუ რა იქნება მომავალში.

35 წლის ვარსკვლავმა რამდენიმე დღის წინ infobae-ს ინტერვიუ მისცა, სადაც კარიერის დასრულების შემდეგ მიზნებზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ მწვრთნელობისკენ გული არ მიუწევს და უფრო სპორტული დირექტორობა ხიბლავს...

ლეომ აღნიშნა, რომ ბუცებს ლურსმანზე, რომ ჩამოვკიდებ, მინდა ყველამ უფრო კარგად ადამიანად დამიმახსოვროს, ვიდრე ფეხბურთელადო...

ამ კომენტარის შემდეგ იტალიელი ჟურნალისტი ჯაკომო
ჯაკობელისი ავრცელებს ცნობას, რომ მესი ზაფხულში "ნოუ კამპზე" დაბრუნდება და ეს თავად ფეხბურთელსაც სურს.

კატალონიური კლუბის ბოსები მათი ლეგენდის დაბრუნებაზე თურმე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობენ და თავის გულშემატკივარსაც საჩუქარს გაუკეთებენ.

ამავდროულად, გეტყვით იმასაც, რომ ლეომ ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკასთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ის თავის გუნდს ლიგა 1-ის შემდეგი ტურის შეხვედრაში "რეიმსთან" ვერ დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლეო! შენ როგორც დიდებული ფეხბურთელი ხარ, პიროვნებაც კარგი ხარ! ჯერჯერობით შენაირი ფეხბურთელი, რომელიც მომწონებია მინდორზე არ ასებობს! კი მოდიან ფეხბურთელები მაგ: მპაბე, ჰალანდი და რამოდენიმე, მაგრამ მათ არა აქვთ ის ქარიზმა რაც შენ გაქვს. შენ როცა საბოლოოდ ჩამოკიდებ ბუცებს ლურსმანზე, ალბათ რაღაცნაირად ჩემთვის უინტერესო გახდება ფეხბურთის ყურება!
fani
11:44 08-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული