ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკასთან" მატჩის წინ პსჟ-ის მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ თავისი გუნდის თავდამსხმელის, ლეო მესის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
"მესის "ბენფიკასთან" პირველი შეხვედრისას კუნთის დისკომფორტი ჰქონდა. ყველას გვეგონა, საპასუხო დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებას შეძლებდა, მაგრამ თამაშებს შორის ძალიან მოკლე შუალედია, მხოლოდ ექვსი დღე. თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, თუმცა არ გარისკავს. კვირის განმავლობაში დინამიკას დავაკვირდებით და დიდი ალბათობით, "მარსელთან" დაგვეხმარება", - განუცხადა გალტიემ კლუბის საიტს.