"ინტიმურ ადგილზე ხელი წამავლო" - ფრანგული ფეხბურთის 80 წლის "მამა" გამოუსწორებელი მექალთანეა

AutoSharing Option
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრე ისევ დაადანაშაულეს უღირს საქციელსა და სექსიზმში.

So Foot-მა ჩატარებული გამოძიების შედეგად დაასკვნა, რომ 80 წლის ლე გრე დიდი მექალთანეა, თანამშრომელ ქალებს უცენზურო შეტყობინებებს უგზავნიდა და კოლეგებთან მათი მკერდის ზომებს განიხილავდა.

ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ქალმა სონიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ძალიან უხეშად ექცეოდა, სახლში და სადილზე ჰპატიჟებდა. როდესაც ის რაიმე საკითხის განხილვას ცდილობდა, პრეზიდენტი პასუხობდა, რომ თავისუფალი დრო მხოლოდ სადილისას ჰქონდა. მან გაამხილა:

"ნოელმა მითხრა, არ იდარდო, ჩვენ შორის თუ რამე მოხდება, ვერავინ ვერასოდეს ვერ
გაიგებსო. ის მოხუცია და ვერ ხედავს, სამყარო როგორ შეიცვალა. უადგილოდ აკეთებდა კომენტარებს და ხუმრობდა. რადგან პრეზიდენტია, გაცინება გვიხდებოდა".

მეორე ყოფილმა თანამშრომელმა ესტელმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მასთან ერთად მივლინებაში წასვლით ბედნიერი იყო და სთხოვდა, შარვალი კი არა, მოკლე ქვედაბოლო ჩაეცვა. თვითმფრინავში ხელი ინტიმურ ადგილზე წაავლო, ხოლო შემდეგ სასტუმროში თავის ნომერში მისვლა შესთავაზა.

ლე გრე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბერი კაცი რა კაცი არ არის ზოგი ბერიკაცი ბევრ დგევანდელ ახალგაზრდას ჯობია
gaga
05:19 14-10-2022
0
უჩუჩუნებს ბერიკაცს და რა ქნას?
daTo
22:17 13-10-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული