საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრე ისევ დაადანაშაულეს უღირს საქციელსა და სექსიზმში.
So Foot-მა ჩატარებული გამოძიების შედეგად დაასკვნა, რომ 80 წლის ლე გრე დიდი მექალთანეა, თანამშრომელ ქალებს უცენზურო შეტყობინებებს უგზავნიდა და კოლეგებთან მათი მკერდის ზომებს განიხილავდა.
ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ქალმა სონიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ძალიან უხეშად ექცეოდა, სახლში და სადილზე ჰპატიჟებდა. როდესაც ის რაიმე საკითხის განხილვას ცდილობდა, პრეზიდენტი პასუხობდა, რომ თავისუფალი დრო მხოლოდ სადილისას ჰქონდა. მან გაამხილა:
"ნოელმა მითხრა, არ იდარდო, ჩვენ შორის თუ რამე მოხდება, ვერავინ ვერასოდეს ვერ
გაიგებსო. ის მოხუცია და ვერ ხედავს, სამყარო როგორ შეიცვალა. უადგილოდ აკეთებდა კომენტარებს და ხუმრობდა. რადგან პრეზიდენტია, გაცინება გვიხდებოდა".
მეორე ყოფილმა თანამშრომელმა ესტელმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მასთან ერთად მივლინებაში წასვლით ბედნიერი იყო და სთხოვდა, შარვალი კი არა, მოკლე ქვედაბოლო ჩაეცვა. თვითმფრინავში ხელი ინტიმურ ადგილზე წაავლო, ხოლო შემდეგ სასტუმროში თავის ნომერში მისვლა შესთავაზა.
ლე გრე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.