მეკარე უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ეროვნული გუნდის "ტვიტერი" ავრცელებს.
"მე წასვლას ყველაზე მაღალ დონეზე ყოფნისას ვამჯობინებ", - განაცხადა 36 წლის მეკარემ.
ლორისმა 2008 წლიდან მოყოლებული ნაკრებში 145 მატჩი, მათ შორის, 121 მატჩი კაპიტნის რანგში ჩაატარა და ამ მაჩვენებლებით ფრანგებს შორის რეკორდსმენია.
ლორისმა 2008 წლიდან მოყოლებული ნაკრებში 145 მატჩი, მათ შორის, 121 მატჩი კაპიტნის რანგში ჩაატარა და ამ მაჩვენებლებით ფრანგებს შორის რეკორდსმენია.
ის მსოფლიო ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონია, აგრეთვე, ევროპირველობის ვერცხლისპრიზიორია.