ტრიუმფის შემდეგ მესი პსჟ-ში გოლით და გამარჯვებით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე 2:0 სძლია „ანჟერს“.

მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ პარიზულ გუნდში პირველად ითამაშა მესიმ და გოლი გაიტანა. მას მატჩის დაწყების წინ მუნდიალზე გამარჯვება საზეიმოდ არ მიულოცეს, ვინაიდან ამას შეიძლება ფრანგი გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოეწვია.

პსჟ 47 ქულით ლიდერია და 15 იანვარს გასვლაზე „რენს“ დაუპირისპირდება.

. გალტიეს ხელმძღვანელობით პარიზულმა გუნდმა 26 მატჩიდან 21 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.
. ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში 2005 წლიდან გოლები მხოლოდ მესიმ და დავიდ სილვამ გაიტანეს.
. მესიმ
ნაკრებსა და კლუბში ბოლო 9 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
. მესის ანგარიშზე საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატზე 14 მატჩში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

პარიზი. „პარკ დე პრენსი
პსჟ - ანჟერი 2:0
გოლები: 1:0 ეკიტიკი (5), მესი (72)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
უდიდესი სიამოვნებაა ამ ადამიანის თამაშის ყურება. იმ თამაშებშიც კი, სადაც არც გოლი გაუტანია და არც ასისტი გაუკეთებია , ყოველთვის არის მისი მხრიდან ისეთი ფრაგმენტები რაც ფეხბურთის სილამაზეს წარმოადგენს.
არტ
21:09 12-01-2023
0
დიდი ხანი ვადევნებ თვალს, ლეო მესის თამაშს და ვფიცავ, ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, მისი ყოველი შეხება ბურთთან. არა რა? ასეთები ათასში ერთი თუ დაიბადება! ღმერთსაც უყვარს გამორჩეულები: პელე, მარადონა და მესი!
vaxo.
14:08 12-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული