მბაპემ საფრანგეთის თასზე 5 გოლი გაიტანა - პსჟ-მა დიდი სხვაობით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის თასზე "პარი სენ ჟერმენმა" მე-6 დივიზიონის წარმომადგენელი "პეი დე კასელი" 7:0 გაანადგურა.

კილიან მბაპემ თავი 5 გოლით გამოიჩინა, რითაც საკუთარ გუნდში ერთ შეხვედრაში გატანილი გოლების რეკორდი დაამყარა.

დარჩენილი 2 გოლი ნეიმარმა და კარლოს სოლერმა გაიტანეს.

პსჟ შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც "მარსელს" 8 თებერვალს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული