ვარანმა 29 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
29 წლის მცველმა რაფაელ ვარანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, - ამის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტი იტყობინება.

ვარანის დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 2013 წლის 22 მარტს შედგა და მას შემდეგ 93 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

რაფაელი 2022 წლის მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრებს ვერცხლის მედლების მოპოვებაში დაეხმარა, სადაც ფინალში პენალტების სერიაში არგენტინასთან დამარცხდნენ.

"პარიზიენის" ცნობით, "მანჩესტერის" მცველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადაღლილობითაა განპირობებული და მას უნდა, მეტი დრო ოჯახს დაუთმოს. ის აგრეთვე ფინალში არგენტინასთან მარცხითაა იმედგაცრუებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული