14 თებერვალს, პსჟ-ს "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში კილიან მბაპე და ნეიმარი ვერ დაეხმარებიან.
მბაპემ 1-ელ თებერვალს "მონპელიესთან" ლიგა 1-ის 21-ე ტურში (3:1) მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო და სამი კვირა გაუცდება. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იტყობინება.
"ეკიპის" ცნობით, ნეიმარმა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული კოჭ-წვივის ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა, "მონპელიესთან" კი კუნთების გადატვირთვის გამო ვერ ითამაშა.