მოგეხსენებათ, ფრანგული გუნდის ხელმძღვანელობა კრისტოფ გალტიეს გადაყენებაზე ფიქრობს, ვისი ხელმძღვანელობითაც "პარკ დე ფრენსის" ბინადრებს ბოლო პერიოდში არადამაკმაყოფილებელი შედეგები აქვთ.
გადამწყვეტი შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრა გამოდგეს. თუ პარიზელებმა "ბაიერნის" ბარიერი ვერ დაძლიეს, დიდია ალბათობა, რომ გალტიეს კარისკენ მიუთითონ.
პრესაში იწერება, რომ ჯერარდის გარდა, პსჟ-ის ხელმძღვანელობა მომავალ მთავარ მწვრთნელად ტომას ტუხელსა და ჟოზე მოურინიოსაც განიხილავს.