პსჟ-მა მაგრად ითამაშა - მბაპეს დუბლი და მესის 2 საგოლე გადაცემა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში "პარი სენ ჟერმენი" "მარსელს" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.

1-ელ ტაიმში კილიან მბაპემ (25) და ლიონელ მესიმ (29) ერთმანეთს გაატანინეს, 55-ე წუთზე კი ლიონელ მესიმ მეორე ასისტი მიითვალა, მბაპემ კი - მეორე გოლი.

არგენტინელ მსოფლიო ჩემპიონს უკვე 12 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა აქვს. თავის მხრივ, ლიგა 1-ს მბაპე 17 გოლით ლიდერობს.

"პარი სენ ჟერმენი" 25 ტურის შემდეგ 60 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 5 მარტს, "ნანტთან" გამართავს.

"მარსელი" 52 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება, 2
მარტს საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში "ანესისთან" შეხვედრა ელის, 5 მარტს კი უკვე "რენს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი თამაში იყო! ყოჩაღთ მესის და კილიანს!
გია
12:35 27-02-2023
0
გოლები გოლებად და საგოლე პასები გაუკეთეს ერთმანეთს,ფანსატსტიკური!
სოსო
15:25 27-02-2023
0

სიახლეები პოპულარული