ჟურნალისტი პედრო ალმეიდა წერს, რომ პარიზელებს გუნდის დამრიგებლად "რომას" ამჟამინდელი მენეჯერის, ჟოზე მოურინიოს მიწვევა სურთ, რადგან მიაჩნიათ, რომ პორტუგალიელი ნანატრ ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებთ.
"პარკ დე ფრანსზე" ამჟამად კრისტოფ გალტიე მუშაობს, რომელსაც პრესა პარიზულ კლუბში დიდ მომავალს არ უწინასწარმეტყველებს.