პსჟ-ში სჯერათ, რომ მოურინიო ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებთ და მის დასანიშნად ყველა ღონეს იხმარენ

AutoSharing Option
პსჟ მომავალი სეზონიდან, დიდი ალბათობით, კვლავ სახეშეცვლილი და ახალი მწვრთნელით იქნება.

ჟურნალისტი პედრო ალმეიდა წერს, რომ პარიზელებს გუნდის დამრიგებლად "რომას" ამჟამინდელი მენეჯერის, ჟოზე მოურინიოს მიწვევა სურთ, რადგან მიაჩნიათ, რომ პორტუგალიელი ნანატრ ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებთ.

"პარკ დე ფრანსზე" ამჟამად კრისტოფ გალტიე მუშაობს, რომელსაც პრესა პარიზულ კლუბში დიდ მომავალს არ უწინასწარმეტყველებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული