პსჟ სერხიო რამოსს კონტრაქტის გაგრძელებას შესთავაზებს

AutoSharing Option
მცველი სერხიო რამოსი, დიდი ალბათობით, პსჟ-ში დარჩება, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

გამოცემის ცნობით, პარიზული კლუბი ესპანელს კონტრაქტის გახანგრძლივებას იქამდე არ შესთავაზებს, ვიდრე მათი გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი არ გახდება. პსჟ-ის ხელმძვანელობა რამოსის თამაშით კმაყოფილია, თუმცა თავად ფეხბურთელს ესმის, რომ გუნდში დასარჩენად ხელფასის შემცირებაზე დათანხმება მოუწევს.

37 წლის რამოსს პსჟ-სთან ხელშეკრულება ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მან პარიზულ გუნდში ყველა ტურნირზე 38 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Amaze laparakic ar unda iyos serxio magali donis mcvelia(bavariastan daamtkica)
L.J .
18 აპრილი 2023 21:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული