პსჟ-ის მწვრთნელს სამწლიანი პატიმრობა ემუქრება

AutoSharing Option
RMC Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-ის მთავარ მწვრთნელ კრისტოფ გალტიეს რასისტული სკანდალის გამო 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

საქმე მისი "ნიცაში" მუშაობის პერიოდს ეხება. პრესაში გავრცელებული ცნობით, მან კლუბის სპორტულ დირექტორს, ჟულიენ ფურნიეს, უთხრა, რომ გუნდს ამდენი შავკანიანი და მუსლიმი არ შეიძლება ჰყავდეს.

პარასკევს ნიცის პროკურატურამ დაიწყო წინასწარი გამოძიება რასობრივი ან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე და "ნიცას" ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. შიდა გამოძიებას აწარმოებს პსჟ-ც.

თავად პარიზელთა მწვრთნელი ყველა ბრალდებას უარყოფს და აპირებს სასამართლოში უჩივლოს ჟურნალისტს, რომელმაც ეს ინფორმაცია გაასაჯაროვა.

თუ გალტიეს დანაშაული დამტკიცდება, მას
სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ასეთი მომავალი უნდათ დგვიყენონ და იმიტომ ებრძვიან საქართველოში სუვერენიტეტისაკენ უმცირეს მისწრაფებასაც კი!
aburjga
20:30 20-04-2023
2
ისე ჩვენში დარჩეს და რა, მართალი არ არის? ( თუ თქვა საერთოდ) მთელი საფრანგეთი რო გადაშავებულია და მითუმეტეს საფეხბურთო გუნდები, რა ვერა ვხედავთ? რა გამოდის, ლიბერასტებს ყველაფრის თქმის უფლება აქვთ და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს არა?! შეეხები აფრიკელებს ან ლგებეტე თემის წარმომადგენლებს და ეგრევე სასჯელი, არ გავკარი თქვენს ევროპულ კანონებს?!
ლაშა
16:59 20-04-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული