საქმე მისი "ნიცაში" მუშაობის პერიოდს ეხება. პრესაში გავრცელებული ცნობით, მან კლუბის სპორტულ დირექტორს, ჟულიენ ფურნიეს, უთხრა, რომ გუნდს ამდენი შავკანიანი და მუსლიმი არ შეიძლება ჰყავდეს.
პარასკევს ნიცის პროკურატურამ დაიწყო წინასწარი გამოძიება რასობრივი ან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე და "ნიცას" ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. შიდა გამოძიებას აწარმოებს პსჟ-ც.
თავად პარიზელთა მწვრთნელი ყველა ბრალდებას უარყოფს და აპირებს სასამართლოში უჩივლოს ჟურნალისტს, რომელმაც ეს ინფორმაცია გაასაჯაროვა.
თუ გალტიეს დანაშაული დამტკიცდება, მას