ჩაო! ორევუარ! - მესის საუდის არაბეთში გაფრენა არ აპატიეს და პსჟ-ის დატოვება მოუწევს

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი ლიონელ მესი საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში "ლორიანთან" 1:3 წაგების შემდეგ რამდენიმე საათში უნებართვოდ გაემგზავრა საუდის არაბეთში და კლუბმა დასაჯა.

RMC Sport-ის ცნობით, პარიზული კლუბი მიიჩნევს, რომ 35 წლის მესიმ სერიოზული შეცდომა დაუშვა, ორი კვირით გუნდს ჩამოაშორეს და "ტრუასთან" 7 მაისს და "აიაჩოსთან" 13 მაისს ჩასატარებელ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ეკიპი" იტყობინება, რომ არგენტინელი ამ პერიოდში ხელფასს ვერ მიიღებს და ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს არ გაუგრძელებენ.

"პარი სენ ჟერმენის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერომ როტენმა, რომელიც მესის მუდამ აკრიტიკებდა, განაცხადა, რომ
ლეომ გუნდი უნდა დატოვოს.

"მე ისევ მაშინებს ის, რასაც ვისმენ. ეს იმასთან დაკავშირებით მაღელვებს, რასაც მესის პსჟ-ში გატარებულ წლებზე ვფიქრობ.

რატომ ჩამოვიდა? ეს წმინდა ფინანსური საკითხია. პსჟ ერთადერთი კლუბი იყო, რომელსაც შეეძლო მიეცა ის, რაც უნდოდა. ერთადერთი.

თუმცა ახლაც კი "ბარსელონაში" დაბრუნება ურჩევნია, მაგრამ კატალონიურ კლუბს არ შეუძლია თავს მისი დაბრუნების უფლება მისცეს, ამიტომ ცდილობს კატარელებს რაც შეიძლება მეტი ფული დასტყუოს და ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

მაგრამ ახლა - ჩაო! ორევუარ! ბაი-ბაი! საკმარისია", - ციტირებს როტენს RMC Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მესის და პსჟ-ს გაყრა კარგა ხანია გადაწყვეტილია, პსჟ-ს ულტრასები არასდროს აპატიებენ მესის ფინალის მოგებას საფრანგეთთან, მესი კი უმადურობას - მისი გოლები და ასისტები რომ არა, წელს პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის მომგები არ იყო, არეული, დაუბალანსებელი გუნდი ცუდი დაცვით. ასე რომ ეს, რაც ახლა ხდება იმას გავს, რომ გუნდს უნდა საქმე ისე წარმოაჩინოს, თოთქოს მესი კი არ წავიდა, არამედ ამათ გაუშვეს. ყველაფერ ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. მესიმ მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. და ახლა სადაც არ უნდა წავიდეს, სადაც არ უნდა ითამაშოს და საერთოდაც რომ თავი დაანებოს თამაშს მის ბრწყინვალე კარიერას ვერანაირი ჩრდილი ვეღარ მიადგება.
არტ
17:05 03-05-2023
1
მესი ჭკვიანად იყოს, თორემ ყატარელები მერვე ოქროს ბურთს აღარ უყიდიან. ტიპები სერიოზულად ამტკიცებენ, რომ წელს, მესის ჰალანდზე უკეთესი სტატისტიკა აქვს. ადრე, სანამ ნაკრებში ვერაფერს იგებდა, მთავარი კლუბში შედეგებიაო. ახლა კლუბში რომ ვერაფერს აკეთებს, არა, ნაკრებია მთავარიო :) ასე გაგვატარებინეს ბოლო 15 წელი, ორი კაცის დაპირისპირების ჭრილში. სამაგიეროდ, მილიარდები აკეთეს.
ციციკორე
12:06 03-05-2023
34

სიახლეები პოპულარული