"ეკიპის" ცნობით, პსჟ თავდამსხმელ ნეიმარის ინგლისში გაყიდვას ცდილობს, რამდენიმე კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას, თუმცა შეთანხმებასთან უფრო ახლოს "მანჩესტერთანაა". პროცესში "იუნაიტედის" ნახევარმცველი კაზემიროა ჩართული.
"მანჩესტერს" ბრაზილიელის იჯარით აყვანა სურს, პსჟ-ს - სამუდამოდ დამშვიდობება.
პსჟ-ის მრჩეველი ლუიშ კამპუში მალე ფეხბურთელის გარემოცვას შეხვდება. სიტუაციას აგრეთვე "ჩელსი" აკვირდება, მაგრამ პრობლემა შეიძლება ის იყოს, რომ ლონდონური გუნდი მომავალ სეზონში ევროტურნირებზე ვერ მიიღებს მონაწილეობას.
ნეიმარი პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.