ასენსიოს ტრანსფერი პსჟ-ს შეიძლება მხოლოდ 15 მილიონი დაუჯდეს

AutoSharing Option
ESPN-ის მტკიცებით, 27 წლის ნახევარმცველმა მარკო ასენსიომ გადაწყვიტა, "რეალთან" 30 ივნისამდე მოქმედი კონტრაქტი არ გააგრძელოს და არაა გამორიცხული პსჟ-ში გადაბარგდეს.

მხარეებს შორის მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასენსიო "რეალმა" პსჟ-ს ზამთარში არ მიჰყიდა, ხოლო პარიზული კლუბი ფეხბურთელს 15 მილიონ ევროს დაჰპირდა, თუ ზაფხულში მათ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

ასენსიოს სამსახურით "ასტონ ვილა", "იუვენტუსი" და "მილანი" არიან დაინტერესებული, მაგრამ პარიზელთა შეთავაზება უფრო მომხიბვლელია. აგრეთვე მთავარი როლი ითამაშა მარკოს აგენტის ჟორჟე მენდეშისა და პსჟ-ის მრჩევლის ლუის კამპუშის ახლო ურთიერთობამ.

ასენსიო "რეალში" 2015 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში კი ლა ლიგის 30 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
პესეჟეს სკამს რო ანაცვალებ რეალის სკამს რაუნდა ელაპარაკო ამას.. რატო გონიათ თავები მაგრები ამნაირ ფეხბურთელებს??
Roni
15:59 28-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული