წარმოუდგენელი ციფრები - მესი საუდის არაბეთში მიდის, რამდენი იქნება მისი ანაზღაურება

AutoSharing Option
Foot Mercato-ს ინფორმაციით, ლიონელ მესიმ საუდის არაბეთში კარიერის გაგრძელებაზე თანხმობა განაცხადა და ფეხბურთელის მამა ხორხემ ეს "ალ ჰილალის" წარმომადგენლებს უკვე აცნობა.

არგენტინელი 2 წლის მანძილზე მილიარდ ორას მილიონ ევროს გამოიმუშავებს და რა თქმა უნდა, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეც გახდება.

ამას გარდა, ლეოს მამა, რომელიც ამავდროულად აგენტიცაა, ძალიან დიდ კომპენსაციას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მესის პსჟ-სთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. მისი დაბრუნება "ბარსელონასაც" სურს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს უკვე ფეხბურთი აღარაა!!! რა მილიარდიი, რა ამბავია. მაგ ფულით ნახევარ აფრიკას ეყოფოდა რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ თუ მეტს არა, ესენი კიდე ერთ კაცს აძლევენ! ესაა ცხოვრება, გაუფასურებულია ყველაფერი!
მურთო
14:20 30-05-2023
4
კრისტიანო რომ წავიდა მაშინვე ვთქვი რომ მესიც აუვცილებლად უნდა წასულიყო ევროპიდან, უფრო დიდი ფულის საშოვნელად. მათ ისეთი სახელი დატოვეს, ეს არაადეკვატური თანხებიც ალალია მათზე. შეიხებმა მთლად დაკარგეს რეალობა იმდენი ფილი აქვთ.
G.LA
14:20 30-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული