საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში პსჟ, რომელიც ვადამდე გახდა ჩემპიონი, საკუთარ მოედანზე "კლერმონს" ამარცხებდა (2:0), მაგრამ საბოლოოდ 2:3 წააგო.
პსჟ-ის დაჯილდოებაზე თავდამსხმელ ლეო მესის და მწვრთნელ კრისტოფ გალტიეს უსტვინეს. მესი გუნდს ოფიციალურად დაემშვიდობა: "მინდა, პარიზს ამ ორი წლისთვის მადლობა გადავუხადო. მომავალში ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ".
არგენტინელმა პსჟ-ში ორ სეზონში ჩატარებულ 75 მატჩში 32 გოლი გაიტანა და 35 საგოლე გადაცემა გააკეთა.
პარიზული კლუბის სპორტულმა მრჩეველმა ლუიშ კამპუშმა Canal+-ს განუცხადა, რომ მესი და სერხიო რამოსი გუნდს დატოვებენ, გალტიეს თაობაზე კი ჯერ გადაწყვეტილება არ
მიუღიათ.
გუშინ მეცი ლიგა 2-დან ლიგა 2-ში გადავიდაო დაწერეთ და პსჟ-ს ლიგა ორში გადავიდა?